მთავარი » მასალის არქივი

About Book:

Name: The Adventures of Sherlock Holmes 

Author: Arthur Conan Doyle

 

Book Description:

“The Adventures of Sherlock Holmes” is a compilation the first 12 Sherlock Holmes mysteries published in Strand Magazine by Sir Arthur Conan Doyle. In these stories, Holmes is visited by a variety of people who are in need of his help. Holmes shows no favoritism. Whether his clients are penniless working-class individuals or wealthy political figures, Holmes enjoys solving their puzzles and working on the side of good rather than evil. In this collection, Holmes helps royalty involved in a blackmailing plot in “A Scandal in Bohemia.” In “The Red Headed League,” Holmes foils a plot to rob a bank. Throughout this anthology, Holmes and his assistant, Dr. Watson, resolve cases of mistaken identity, theft and even murder. Holmes is not the type of detective who sneaks around with a pistol interrogating people. Although he will go to the scene of the crime and interview witnesses, the majority of his investigational work is conducted in his own mind. The amazing thing about Holmes is that he notices things that others miss. By doing so, he puts together the pieces of mysteries, formulating solutions that would never occur to anyone else.

Category: წიგნები ინგლისურ ენაზე | Views: 983 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სახელი: თხუთმეტი წლის კაპიტანი

ავტორი: ჟიულ ვერნი

 

მოკლე აღწერა:

15 წლის კაპიტანი (ფრანგ. Un capitaine de quinze ans), ცნობილი ფრანგი მწერლის ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი. პირველად გამოიცა 1878 წელს საფრანგეთში. 15 წლის კაპიტანი“ ჟიულ ვერნის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. პირველად 1878 წელს გამოქვეყნდა „გართობისა და აღზრდის ჟურნალში“ და იმავე წელს ცალკე წიგნადაც გამოიცა. რომანში მოთხორბილია ხომალდ „პილიგრიმის“ მგზავრების ფათერაკებით სავსე თავგადასავალი. მოქმედება ვითარდება 1873 წლის თებერვლიდან ივლისის ბოლომდე. რომანის გმირებს, დიკ სენდს, მისის უელდონსა და მათ მეგობრებს თავს ატყდებათ ათასგვარი განსაცდელი ღია ზღვაში, აფრიკის ტროპიკულ ტყეებსა თუ მონებით მოვაჭრეთა ბანაკში. მთავარი გმირი, 15 წლის, ობოლი დიკ სენდია, რომლის თავგანწირვამ, მეგობრებისადმი უსაზღვრო სიყვარულმა, სიმამაცემ, შეუპოვრობამ, სამართლიანობამ და კეთილშობილებამ , რომანის გმირებს მრავალი განსაცდელი გადაატანინა და დიკ სენდი მკითხველის ერთ–ერთ უსაყვარლეს გმირად აქცია.  წიგნში წამოჭრილი მოვლენები ეხება სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ენტომოლოგიის აღმოჩენას. „15 წლის კაპიტანი“ დაიწერა იმ დროს, როდესაც ევროპის ქვეყნების ხელისუფალნი, ერთმანეთს ექიშპებოდნენ აფრიკის იმ ნაწილის მიტაცებაში, რომელშიც ვითარდება მოვლენები. მწერალი ნათლად ხატავს მონათვაჭრობის საშინელებებს. პორტუგალიის კოლონიები: ანგოლა და მოზამბიკი მონათვაჭრობის მთავარი ცენტრები იყო. ისინი აწვდიდნენ ზანგ მონებს უპირატესად ჩრდილოეთსა და სამხრეთ ამერიკას, აგრეთვე აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. 

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 939 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სახელი: კაპიტან გრანტის შვილები

ავტორი: ჟიულ ვერნი

 

მოკლე აღწერა:

კაპიტან გრანტის შვილები — ცნობილი ფრანგი მწერლის ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი. დაწერილია 1867 წელს. 

წიგნის სიუჟეტში მოთხრობილია ბრიტანელი კაპიტან გრანტის შესახებ. მას შემდეგ რაც მის მიერ ზღვაში ჩაგდებულ ბოთლს პოულობენ, კაპიტანის საძებნელად მიემგზავრებიან შოტლანდიელი ლორდი და ლედი გლენარვანები. მათ მიჰყვებიან გრანტის შვილები, მერი და რობერტი. უცნობია, თუ სად განიცადა კატასტროფა გრანტის გემმა, ცნობილია მხოლოდ განედი - 37 გრადუსი. ნაწერები წერილში გაურკვეველია და ამიტომ მოგზაურთა გუნდი მრავალი დილემისა და გამოცანის წინაშე აღმოჩნდება.

გემ ’დუნკანით’ მოგზაურები თავდაპირველად მიემართებიან სამხრეთ ამერიკისაკენ. კიდევ ერთი, მაგრამ მოულოდნელი მგზავრია ექსცენტრიული ჟაკ პაგანელი (რომელიც აპირებდა ინდოეთში გამგზავრებას). გუნდი მოივლის პატაგონიას, ტრისტან და კუნიას კუნძულს, ამსტერდამის კუნძულსა და ავსტრალიას.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1586 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (0)


წიგნის შესახებ: 

სახელი: საიდუმლო კუნძული

ავტორი: ჟიულ ვერნი

 

მოკლე აღწერა: 

„საიდუმლო კუნძული“ — ფრანგი მწერლის ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი, რომელიც პირველად 1875 წელს გამოიცა. რომანში აღწერილია XIX საუკუნის 60-იანი წლების ამერიკა. ქვეყანა რევოლუციის ქარ-ცეცხლშია გახვეული. ერთი ამერიკელი ინჟინერი სმიტი რამდენიმე მეგობართან ერთად ტყვედ ჩავარდა კონფედერატებს. ისინი მათ დედაქალაქში, რიჩმონდში არიან საპატიო ტყვეობაში. ისინი თავისუფლების დაკარგვას ვერ ეგუებიან და გადაწყვეტილი აქვთ გაქცევა. ისინი მოახერხებენ და დირიჟაბლით დატოვებენ ქალაქს, თუმცა ქარი მათ უკაცრიელ კუნძულზე დაანარცხებს, სადაც არავინ სჩანს და სადაც მათ რამდენიმე წელიწადის გატარება მოუწევთ.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1369 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  ანა ფრანკის დღიური

ავტორი: ანა ფრანკი

 

მოკლე  არწერა:

 

ანა ფრანკის დღიური, ანუ დღიური სახელწოდებით „თავშესაფარი“(ნიდერლ. Het achterhuis) — ებრაელი გოგონა ანა ფრანკის, ჩანაწერები, რომლებსაც იგი აკეთებდა ნიდერლანდების ნაცისტური ოკუპაციის დროს, კერძოდ კი 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე. დღიური პირველად გამოიცა ნიდერლანდებში 1947 წელს, შემდგომ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში 1952 წელს სახელწოდებით „ნორჩი გოგონას დღიური“ (ინგლ. The Diary of a Young Girl). ამ ჩანაწერების საფუძველზე შექმნილია რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები. გოგონას ოჯახი ამსტერდამის ერთ-ერთ შენობაში დაემალა ნაცისტებს და ისინი ორი წლის მანძილზე ძველი ოფისის შენობაში, გარემოს მოწყვეტილები იმალებოდნენ. ოჯახმა მრავალი გასაჭირი გადაიტანა. დღიურში ანა ფრანკი სწორედ ამ პერიოდს და ამასთან საკუთარ პიროვნულ განცდებს აღწერს. დღიურის ბოლო ჩანაწერი დათარიღებულია 1944 წლის 1 აგვისტოთი, სამ დღეში გესტაპომ დააპატიმრა ყველა, ვინც თავშესაფარში იმალებოდა. თვით ანა კი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. ჩანაწერები მამამისს, ოტო ფრანკს გადაეცა, რომელიც იყო ერთადერთი ებრაელი ვინც გადაიტანა ის ომი. დღიურის ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ჩანაწერი გაკეთებული იყო ბურთულოვანი კალმით, რომელიც გამოიგონეს შვიდი წლის შემდეგ, 1951 წელს.

 

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1020 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური: კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

ავტორი:  გურამ დოჩანაშვილი

Category: ქართველი პოეტები/მწერლები | Views: 975 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (1)


წიგნის შესახებ: 

სათაური:  80000 კილომეტრი წყალქვეშ

ავტორი: ჟიულ ვერნი

 

მოკლე  არწერა:

საიდუმლოებით მოცული კაპიტანი ნემო, მის მიერვე აგებულ ხომალდზე ბუნებისმეტყველების პროფესორს დაატყვევებს და წყალქვეშა სამყაროში ამოგზაურებს: აქ წაიკითხავთ წყალქვეშა სამყაროს მკვიდრთა გასაოცარ ამბებს, მრავალი ფიზიკური და მათემატიკური ამოცანის ამოხსნის მოწმეც გახდებით, ზოგს დაიჯერებთ, ზოგს - არა, ფიზიკა-მათემატიკისა და გეოგრაფია-ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში გადამოწმების სურვილიც გაგიჩნდებათ აქ მოთხრობილი ამბებისა და წიგნის დასასრულს, თქვენვე უპასუხებთ მწერლის მიერ დასმულ შეკითხვას: „საით მიგვაქროლებს კაპიტან ნემოს ფანტაზია?“...

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1281 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  გახსნა ბასკერვილების ძაღლი

ავტორი:  ართურ კონან დოილი

 

მოკლე  არწერა:

მისტერ შერლოკ ჰოლმსი, რომელიც ჩვეულებრივ გვიან დგებოდა, თუ არ ჩავთვლით იმ არცთუ იშვიათ შემთხვევებს, როცა საერთოდ არ უხდებოდა ხოლმე დაწოლა, მაგიდას მისჯდომოდა და საუზმობდა. პატარა ნოხზე ვიდექი ბუხართან და ხელში იმ ჯოხს ვატრიალებდი, ჩვენს გუშინდელ სტუმარს რომ დარჩა. ეს იყო ბუნიკიანი კარგა მოზრდილი ჯოხი, - ერთი იმგვარ საგანთაგანი, რომელსაც "საფუძვლიან საბუთს" უწოდებენ ხოლმე. ბუნიკის ქვემოთ მიჭედებულ გოჯის სიგანის ვერცხლის ფირფიტაზე ასეთი წარწერა იყო: "ჯეიმს მორტიმერს, ჩ. კ. ჰ. ო., მისი მეგობრებისგან ჩკლს-დან", მერე კი თარიღი: "1884". უწინდელ დროში ასეთ მაგარ, მძიმე, საიმედო ჯოხებს პატივცემული შინაური ექიმები ატარებდნენ.

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 958 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  ჩემი ბრძოლა

ავტორი ადოლფ ჰიტლერი

 

აღწერა:

პირველი ნაწილი 1.

ჩემი სამშობლო რაღაცით სიმბოლურია, რომ ინის ნაპირას, ბრაუნაუში დავიბადე. ეს პატარა ქალაქი ორი გერმანული სახელმწიფოს საზღვარზე ძევს, რომელთა შეერთებას მთელი ჩვენი ძალებით უნდა ვესწრაფოთ. გერმანული ავსტრია აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს დიადი დედა-გერმანიის წიაღს. მაგრამ არა ეკონომიკური ხასიათის მიზეზთა გამო. არა და არა!

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 2050 | Added by: Admin | Date: 2015-04-16 | Comments (0)


About Book:

Name:  The Three Musketeers

Author: Alexandre Dumas 

 

Book Description:

Dramatic, stirring, and romantic, the story of D'Artagnan, Athos, Porthos, and Aramis, and their famous code of "one for all and all for one," remains an unsurpassed tale of adventure and heroism.

Category: წიგნები ინგლისურ ენაზე | Views: 862 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)

« 1 2 3 4 »