წიგნის შესახებ:

სახელი:  ნატვრის ხე

ავტორი: გიორგი ლეონიძე


მოკლე აღწერა:

გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტმა მოთხრობების კრებული „ნატვრის ხე“ სიცოცხლის ბოლო წლებში (1962) შექმნა. წიგნის პერსონაჟები მწერლის მახსოვრობაში ჩარჩენილი რეალური ადამიანების პოეტურად ხორცშესხმული სახეებია. ლეონიძის მოთხრობებისთვის დამახასიათებელი ტრაგიზმი, ლირიზმი და გულწრფელობა დიდხანს მიყვება „ნატვრის ხესთან“ ზიარებულ მკითხველსაც და მაყურებელსაც - ამავე სახელწოდებისა და მხატვრული ღირებულების მქონე ფილმი რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ 1976 წელს გადაიღო.

 

Category: ქართველი პოეტები/მწერლები | Views: 1249 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (1)


წიგნის შესახებ:

სახელი:    ფეხმარდი ცხენის ამბავი

ავტორი: ლევ ტოლსტოი

 

მოკლე აღწერა:

ლევ ტოლსტოის ამ მოთხრობის პერსონაჟები ცხენები არიან. მათი გრძნობები და ფსიქოლოგია გაადამიანურებულია. მთავარი პერსონაჟი - დაბერებული და დაჩაჩანაკებული ცხენი სხვა ცხენებს უყვება განვლილი ცხოვრების ისტორიას, იგონებს თავის მძიმე ხვედრს, დამცირებულ ყოფას, ყოფილ მეპატრონეებს, ახალგაზრდობის სიყვარულს... მოთხრობის კულმინაციაა ფინალი, სადაც აღწერილია ერთი მხრივ ყველასგან მივიწყებული ცხენის სიკვდილი და მეორე მხრივ, მისი ყოფილი მეპატრონის პომპეზური დაკრძალვის სცენები.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1176 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (1)


წიგნის შესახებ:

სახელი: პატარა უფლისწული 

ავტორი:  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი


მოკლე აღწერა:

პატარა უფლისწული (ფრანგ. Le Petit Prince) — ალეგორიული ნოველა; ფრანგი არისტოკრატის, მწერლის, პოეტისა და მფრინავის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაშრომი. პირველად გამოქვეყნდა 1943 წელს ნიუ-იორკში, ინგლისურ ენაზე. საფრანგეთში ნოველა გამოიცა ომის შემდეგ, 1946 წელს (თუმცა ორიგინალის ენაზე ნოველა პირველად ჯერ კიდევ აშშ-ში გამოიცა, ინგლისურენოვანი პუბლიკაციის შემდეგ).

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1183 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (0)


წიგნის შესახებ:  

სახელი: რევიზორი

ავტორი: ნიკოლაი გოგოლი


მოკლე აღწერა:

დიდი რუსი მწერლის ნიკოლაი გოგოლის სახელგანთქმული პიესა, კომედია ხუთ მოქმედებად.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1038 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (0)


წიგნის შესახებ:  

სახელი:  მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ

ავტორი: ჟიულ ვერნი

 

მოკლე აღწერა:

1864 წელს დაწერილი სამეცნიერო-ფანტასტიკური შინაარსის რომანი გეოლოგიის პროფესორისა და მისი ძმისწულის თავგადასავალზე მოგვითხრობს. შემთხვევით ნაპოვნი ისლანდიელი ალქიმიკოსის კრიპტოგრამა მეცნიერებს შთააგონებს დედამიწის ცენტრისაკენ მიმავალი გზის შესაძლო არსებობის შესახებ. იწყება ექსპედიცია მყინვარის კრატერიდან ქვევით! მკითხველი მრავალი რეალური თუ გამოგონილი აღმოჩენის მოწმე ხდება გეოგრაფიის, გეოლოგიის, ბიოლოგიის და ფიზიკის სფეროში. რომანი სულმოუთქმელად იკითხება მსუბუქი იუმორით შეზავებული თხრობისა და სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებების გამო.

 

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1013 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (0)


About Book:

Name:  The Art of War

Author: Sun Tzu

 

Book Description:

Twenty-Five Hundred years ago, Sun Tzu wrote this classic book of military strategy based on Chinese warfare and military thought. Since that time, all levels of military have used the teaching on Sun Tzu to warfare and cilivzation have adapted these teachings for use in politics, business and everyday life. The Art of War is a book which should be used to gain advantage of opponents in the boardroom and battlefield alike.

 

Category: წიგნები ინგლისურ ენაზე | Views: 1378 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-18 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური: სმოკ ბელიუ

ავტორი:   ჯეკ ლონდონი

 

მოკლე  არწერა:

ჯეკ ლონდონის პოპულარული წიგნი „სმოკ ბელიუ“ მოთხრობების კრებულია. ამ მოთხრობებს მთავარი პერსონაჟი - სმოკ ბელიუ აერთიანებს და მთლიანობაში კრებული რომანის ფორმას იძენს.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1094 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-18 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური: ალავერდობა

ავტორი: გურამ რჩეულიშვილი 

 

მოკლე  არწერა:

ამ წელს მთელი გაზაფხული იწვიმა; წვიმდა მთელი ზაფხულიც, ხალხი დადიოდა საწვიმრებში და მსუბუქ პალტოებში, ყველა ამინდის გამოსვლას შემოდგომისთვის ელოდა, მაგრამ სექტემბერში უფრო მოუმატა სუსხმა, მხოლოდ საქართველოში პირველად ჩამოსულები დადიოდნენ თეთრ პერანგებში თმებჩამოშლილი, გალუმპულები და თავს ირწმუნებდნენ, რომ აქ გაცილებით კარგი ამინდია, ვიდრე ჩრდილოეთში; ჩამოდიოდნენ რიისკიდან, ოდერის ყინულოვან ოკეანეში შერთვის ადგილიდან, და ყვებოდნენ, რომ იქ ხალხი ბანაობს ზღვაში, შავდება, “მაინც რა მშვენიერი ამინდია კავკასიაში” ამბობდნენ ისინი აღტაცებით. საქართველოში კი სულ წვიმდა და წვიმდა, მაგრამ ასეა ცნობილი, რომ ჩვენთან ყოველთვის კარგი ამინდია და ჩამოსულები, უბრალოდ, არ უჯერებდნენ წვიმას.

 

Category: ქართველი პოეტები/მწერლები | Views: 1171 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-18 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:   დედამიწიდან მთვარემდე

ავტორი:  ჟიულ ვერნი

 

მოკლე  არწერა:

„დედამიწიდან მთვარემდე“ ცნობილი ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანია. მართალია, დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ პრიმიტიულად მოჩანს ავტორის წარმოდგენები კოსმოსის ათვისების სფეროში, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ ნაწარმოების დაწერის თარიღს (1865), ავტორის ბევრი წინასწარმეტყველური მიხვედრა განსაცვიფრებლადაც კი მოგვეჩვენება.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1024 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-18 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  ადამიანთა მიწა

ავტორი:   ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

 

 

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1551 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-18 | Comments (0)

1 2 3 4 »