მთავარი » მასალის არქივი

წიგნის შესახებ:

სათაური: ჯეინ ეარი

ავტორი: შარლოტა ბრონტე

 

მოკლე  არწერა:

„ჯეინ ეარი“ (ინგლ. Jane Eyre) დაწერილია შარლოტ ბრონტეს (Charlotte Brontë) მიერ. პირველად გამოქვეყნდა 1847 წელს ლონდონში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ინგლისურ რომანს. თავიდან ბრონტემ მას ასე უწოდა: ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია, რომელიც მან კურერ ბელის (Currer Bell) ფსევდონიმით გამოსცა. ეს ავტორისათვის უცაბედი წარმატება აღმოჩნდა. რომანის მეორე გამოცემა შარლოტმა ინგლისელ ნოველისტს, ვილიამ მეიკპის ტეკერეის (William Makepeace Thackeray) მიუძღვნა. ”ჯეინ ეარის” პერსონაჟ მისტერ როჩესტერის მსგავსად უილიამ თეკერეისაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მორჩენით ვეღარ მორჩა. თეკერეის შარლოტა ბრონტე ყოველთვის თავის მასწავლებლად თვლიდა, იქნებ, რაღაც სიმპათიებიც ჰქონდა მის მიმართ. თუმცა, ბრონტე 1854 წელს ცოლად გაჰყვა მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს, 1855 წელს კი გარდაიცვალა.

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1355 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური: უსახლკარო

ავტორი:  ჰექტორ მალო

 

მოკლე  არწერა:

ფრანგი მწერალის ჰექტორ მალოს ყველაზე ცნობილი ნაწარმოები - "უსახლკარო" 1878 წელს გამოიცა. წიგნში მოთხრობილია პატარა ბიჭის, უდედ-მამო რემის თავგადასავალი.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1480 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ: 

სათაური: უჩინარი კაცი

ავტორი:  ჰერბერტ უელსი

 

მოკლე  არწერა:

"უჩინარი კაცი" პირველად 1897 წელს გამოქვეყნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. რომანმა ახალგაზრდა, ექსცენტრიკულ მეცნიერზე, რომელსაც უჩინარ ადამიანთა რასის შექმნა სურს, გამოსვლის დღიდანვე მიიპყრო მკითხველის ყურადღება.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 946 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური: მარტინ იდენი

ავტორი:  ჯეკ ლონდონი

 

მოკლე  არწერა:

ჯეკ ლონდონის ეს ქმნილება ნამდვილად ღირსია შედევრად იწოდებოდეს. მან „მარტინ იდენში“ საკუთარი თვისებები ჩააკერა და ერთობ საინტერესო პირვონების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.  მდაბიოთა წრიდან გამოსულ, ბუნებით ხელოვან მარტინ იდენს მდიდარი, ბურჟუაზიული ოჯახის შვილი - რუთი უყვარს. უზარმაზარი ნებისყოფა, საკუთარი ძალებისადმი რწმენა და საყვარელ ადამიანზე ფიქრი შეაძლებინებს, გახდეს სახელგანთქმული მწერალი, მოიპოვოს სიმდიდრე და მაღალი საზოგადოების პატივისცემა... მაგრამ თანდათან ნათელი ხდება ამ საზოგადოების ანგარება და სულიერი სიღატაკე. რუთის - იდეალური და სუფთა ასულის სახეც მხოლოდ მის მიერ შექმნილი ილუზია აღმოჩნდება...

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 930 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ: 

სათაური: ლამაზი მეგობარი

ავტორი: გი დე მოპასანი

 

მოკლე აღწერა:

ლამაზ მეგობარზე მუშაობა მოპასანს დაწყებული უნდა ჰქონდეს 1883 წელს, როდესაც გამოქვეყნდა მისი რიგი მოთხრობა და ნარკვევი, სადაც გვხვდება რომანის ზოგიერთი სიუჟეტური ეპიზოდი და იდეური მოტივი.

ლამაზ მეგობარს იმთავითვე უაღრესი წარმატება ხვდა წილად. 1885 წლის 8 აპრილს დაიწყო გაზეთ „ჟილ ბლასში“ ფელეტონებად მისი ბეჭდვა, ხოლო უკვე იმავე წლის სექტემბერში მისი 37-ე, 1887 წლის აპრილში კი 51-ე გამოცემა გამოვიდა. აგრეთვე დაუყონებლივ ითარგმნა იგი სხვა ევროპულ ენებზე.

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1090 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)

« 1 2 3 4