მთავარი » უცხოელი პოეტები/მწერლები

წიგნის შესახებ:

სახელი:    ფეხმარდი ცხენის ამბავი

ავტორი: ლევ ტოლსტოი

 

მოკლე აღწერა:

ლევ ტოლსტოის ამ მოთხრობის პერსონაჟები ცხენები არიან. მათი გრძნობები და ფსიქოლოგია გაადამიანურებულია. მთავარი პერსონაჟი - დაბერებული და დაჩაჩანაკებული ცხენი სხვა ცხენებს უყვება განვლილი ცხოვრების ისტორიას, იგონებს თავის მძიმე ხვედრს, დამცირებულ ყოფას, ყოფილ მეპატრონეებს, ახალგაზრდობის სიყვარულს... მოთხრობის კულმინაციაა ფინალი, სადაც აღწერილია ერთი მხრივ ყველასგან მივიწყებული ცხენის სიკვდილი და მეორე მხრივ, მისი ყოფილი მეპატრონის პომპეზური დაკრძალვის სცენები.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1183 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (1)


წიგნის შესახებ:

სახელი: პატარა უფლისწული 

ავტორი:  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი


მოკლე აღწერა:

პატარა უფლისწული (ფრანგ. Le Petit Prince) — ალეგორიული ნოველა; ფრანგი არისტოკრატის, მწერლის, პოეტისა და მფრინავის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაშრომი. პირველად გამოქვეყნდა 1943 წელს ნიუ-იორკში, ინგლისურ ენაზე. საფრანგეთში ნოველა გამოიცა ომის შემდეგ, 1946 წელს (თუმცა ორიგინალის ენაზე ნოველა პირველად ჯერ კიდევ აშშ-ში გამოიცა, ინგლისურენოვანი პუბლიკაციის შემდეგ).

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1190 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (0)


წიგნის შესახებ:  

სახელი: რევიზორი

ავტორი: ნიკოლაი გოგოლი


მოკლე აღწერა:

დიდი რუსი მწერლის ნიკოლაი გოგოლის სახელგანთქმული პიესა, კომედია ხუთ მოქმედებად.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1045 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (0)


წიგნის შესახებ:  

სახელი:  მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ

ავტორი: ჟიულ ვერნი

 

მოკლე აღწერა:

1864 წელს დაწერილი სამეცნიერო-ფანტასტიკური შინაარსის რომანი გეოლოგიის პროფესორისა და მისი ძმისწულის თავგადასავალზე მოგვითხრობს. შემთხვევით ნაპოვნი ისლანდიელი ალქიმიკოსის კრიპტოგრამა მეცნიერებს შთააგონებს დედამიწის ცენტრისაკენ მიმავალი გზის შესაძლო არსებობის შესახებ. იწყება ექსპედიცია მყინვარის კრატერიდან ქვევით! მკითხველი მრავალი რეალური თუ გამოგონილი აღმოჩენის მოწმე ხდება გეოგრაფიის, გეოლოგიის, ბიოლოგიის და ფიზიკის სფეროში. რომანი სულმოუთქმელად იკითხება მსუბუქი იუმორით შეზავებული თხრობისა და სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებების გამო.

 

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1020 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური: სმოკ ბელიუ

ავტორი:   ჯეკ ლონდონი

 

მოკლე  არწერა:

ჯეკ ლონდონის პოპულარული წიგნი „სმოკ ბელიუ“ მოთხრობების კრებულია. ამ მოთხრობებს მთავარი პერსონაჟი - სმოკ ბელიუ აერთიანებს და მთლიანობაში კრებული რომანის ფორმას იძენს.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1102 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-18 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:   დედამიწიდან მთვარემდე

ავტორი:  ჟიულ ვერნი

 

მოკლე  არწერა:

„დედამიწიდან მთვარემდე“ ცნობილი ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანია. მართალია, დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ პრიმიტიულად მოჩანს ავტორის წარმოდგენები კოსმოსის ათვისების სფეროში, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ ნაწარმოების დაწერის თარიღს (1865), ავტორის ბევრი წინასწარმეტყველური მიხვედრა განსაცვიფრებლადაც კი მოგვეჩვენება.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1029 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-18 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  ადამიანთა მიწა

ავტორი:   ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

 

 

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1559 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-18 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სახელი: თხუთმეტი წლის კაპიტანი

ავტორი: ჟიულ ვერნი

 

მოკლე აღწერა:

15 წლის კაპიტანი (ფრანგ. Un capitaine de quinze ans), ცნობილი ფრანგი მწერლის ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი. პირველად გამოიცა 1878 წელს საფრანგეთში. 15 წლის კაპიტანი“ ჟიულ ვერნის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. პირველად 1878 წელს გამოქვეყნდა „გართობისა და აღზრდის ჟურნალში“ და იმავე წელს ცალკე წიგნადაც გამოიცა. რომანში მოთხორბილია ხომალდ „პილიგრიმის“ მგზავრების ფათერაკებით სავსე თავგადასავალი. მოქმედება ვითარდება 1873 წლის თებერვლიდან ივლისის ბოლომდე. რომანის გმირებს, დიკ სენდს, მისის უელდონსა და მათ მეგობრებს თავს ატყდებათ ათასგვარი განსაცდელი ღია ზღვაში, აფრიკის ტროპიკულ ტყეებსა თუ მონებით მოვაჭრეთა ბანაკში. მთავარი გმირი, 15 წლის, ობოლი დიკ სენდია, რომლის თავგანწირვამ, მეგობრებისადმი უსაზღვრო სიყვარულმა, სიმამაცემ, შეუპოვრობამ, სამართლიანობამ და კეთილშობილებამ , რომანის გმირებს მრავალი განსაცდელი გადაატანინა და დიკ სენდი მკითხველის ერთ–ერთ უსაყვარლეს გმირად აქცია.  წიგნში წამოჭრილი მოვლენები ეხება სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ენტომოლოგიის აღმოჩენას. „15 წლის კაპიტანი“ დაიწერა იმ დროს, როდესაც ევროპის ქვეყნების ხელისუფალნი, ერთმანეთს ექიშპებოდნენ აფრიკის იმ ნაწილის მიტაცებაში, რომელშიც ვითარდება მოვლენები. მწერალი ნათლად ხატავს მონათვაჭრობის საშინელებებს. პორტუგალიის კოლონიები: ანგოლა და მოზამბიკი მონათვაჭრობის მთავარი ცენტრები იყო. ისინი აწვდიდნენ ზანგ მონებს უპირატესად ჩრდილოეთსა და სამხრეთ ამერიკას, აგრეთვე აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. 

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 939 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სახელი: კაპიტან გრანტის შვილები

ავტორი: ჟიულ ვერნი

 

მოკლე აღწერა:

კაპიტან გრანტის შვილები — ცნობილი ფრანგი მწერლის ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი. დაწერილია 1867 წელს. 

წიგნის სიუჟეტში მოთხრობილია ბრიტანელი კაპიტან გრანტის შესახებ. მას შემდეგ რაც მის მიერ ზღვაში ჩაგდებულ ბოთლს პოულობენ, კაპიტანის საძებნელად მიემგზავრებიან შოტლანდიელი ლორდი და ლედი გლენარვანები. მათ მიჰყვებიან გრანტის შვილები, მერი და რობერტი. უცნობია, თუ სად განიცადა კატასტროფა გრანტის გემმა, ცნობილია მხოლოდ განედი - 37 გრადუსი. ნაწერები წერილში გაურკვეველია და ამიტომ მოგზაურთა გუნდი მრავალი დილემისა და გამოცანის წინაშე აღმოჩნდება.

გემ ’დუნკანით’ მოგზაურები თავდაპირველად მიემართებიან სამხრეთ ამერიკისაკენ. კიდევ ერთი, მაგრამ მოულოდნელი მგზავრია ექსცენტრიული ჟაკ პაგანელი (რომელიც აპირებდა ინდოეთში გამგზავრებას). გუნდი მოივლის პატაგონიას, ტრისტან და კუნიას კუნძულს, ამსტერდამის კუნძულსა და ავსტრალიას.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1586 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (0)


წიგნის შესახებ: 

სახელი: საიდუმლო კუნძული

ავტორი: ჟიულ ვერნი

 

მოკლე აღწერა: 

„საიდუმლო კუნძული“ — ფრანგი მწერლის ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი, რომელიც პირველად 1875 წელს გამოიცა. რომანში აღწერილია XIX საუკუნის 60-იანი წლების ამერიკა. ქვეყანა რევოლუციის ქარ-ცეცხლშია გახვეული. ერთი ამერიკელი ინჟინერი სმიტი რამდენიმე მეგობართან ერთად ტყვედ ჩავარდა კონფედერატებს. ისინი მათ დედაქალაქში, რიჩმონდში არიან საპატიო ტყვეობაში. ისინი თავისუფლების დაკარგვას ვერ ეგუებიან და გადაწყვეტილი აქვთ გაქცევა. ისინი მოახერხებენ და დირიჟაბლით დატოვებენ ქალაქს, თუმცა ქარი მათ უკაცრიელ კუნძულზე დაანარცხებს, სადაც არავინ სჩანს და სადაც მათ რამდენიმე წელიწადის გატარება მოუწევთ.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1369 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (0)

1 2 3 »