მთავარი » 2015 » აპრილი » 16 » კაპიტან გრანტის შვილები
6:41 PM
კაპიტან გრანტის შვილები

წიგნის შესახებ:

სახელი: კაპიტან გრანტის შვილები

ავტორი: ჟიულ ვერნი

 

მოკლე აღწერა:

კაპიტან გრანტის შვილები — ცნობილი ფრანგი მწერლის ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი. დაწერილია 1867 წელს. 

წიგნის სიუჟეტში მოთხრობილია ბრიტანელი კაპიტან გრანტის შესახებ. მას შემდეგ რაც მის მიერ ზღვაში ჩაგდებულ ბოთლს პოულობენ, კაპიტანის საძებნელად მიემგზავრებიან შოტლანდიელი ლორდი და ლედი გლენარვანები. მათ მიჰყვებიან გრანტის შვილები, მერი და რობერტი. უცნობია, თუ სად განიცადა კატასტროფა გრანტის გემმა, ცნობილია მხოლოდ განედი - 37 გრადუსი. ნაწერები წერილში გაურკვეველია და ამიტომ მოგზაურთა გუნდი მრავალი დილემისა და გამოცანის წინაშე აღმოჩნდება.

გემ ’დუნკანით’ მოგზაურები თავდაპირველად მიემართებიან სამხრეთ ამერიკისაკენ. კიდევ ერთი, მაგრამ მოულოდნელი მგზავრია ექსცენტრიული ჟაკ პაგანელი (რომელიც აპირებდა ინდოეთში გამგზავრებას). გუნდი მოივლის პატაგონიას, ტრისტან და კუნიას კუნძულს, ამსტერდამის კუნძულსა და ავსტრალიას.

 

წაიკითხე

კატეგორია: უცხოელი პოეტები/მწერლები | ნანახია: 1589 | დაამატა: Barbosa | ტეგები: კაპიტან გრანტის შვილები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar