მთავარი » 2015 » აპრილი » 16 » თხუთმეტი წლის კაპიტანი
6:49 PM
თხუთმეტი წლის კაპიტანი

წიგნის შესახებ:

სახელი: თხუთმეტი წლის კაპიტანი

ავტორი: ჟიულ ვერნი

 

მოკლე აღწერა:

15 წლის კაპიტანი (ფრანგ. Un capitaine de quinze ans), ცნობილი ფრანგი მწერლის ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი. პირველად გამოიცა 1878 წელს საფრანგეთში. 15 წლის კაპიტანი“ ჟიულ ვერნის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. პირველად 1878 წელს გამოქვეყნდა „გართობისა და აღზრდის ჟურნალში“ და იმავე წელს ცალკე წიგნადაც გამოიცა. რომანში მოთხორბილია ხომალდ „პილიგრიმის“ მგზავრების ფათერაკებით სავსე თავგადასავალი. მოქმედება ვითარდება 1873 წლის თებერვლიდან ივლისის ბოლომდე. რომანის გმირებს, დიკ სენდს, მისის უელდონსა და მათ მეგობრებს თავს ატყდებათ ათასგვარი განსაცდელი ღია ზღვაში, აფრიკის ტროპიკულ ტყეებსა თუ მონებით მოვაჭრეთა ბანაკში. მთავარი გმირი, 15 წლის, ობოლი დიკ სენდია, რომლის თავგანწირვამ, მეგობრებისადმი უსაზღვრო სიყვარულმა, სიმამაცემ, შეუპოვრობამ, სამართლიანობამ და კეთილშობილებამ , რომანის გმირებს მრავალი განსაცდელი გადაატანინა და დიკ სენდი მკითხველის ერთ–ერთ უსაყვარლეს გმირად აქცია.  წიგნში წამოჭრილი მოვლენები ეხება სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ენტომოლოგიის აღმოჩენას. „15 წლის კაპიტანი“ დაიწერა იმ დროს, როდესაც ევროპის ქვეყნების ხელისუფალნი, ერთმანეთს ექიშპებოდნენ აფრიკის იმ ნაწილის მიტაცებაში, რომელშიც ვითარდება მოვლენები. მწერალი ნათლად ხატავს მონათვაჭრობის საშინელებებს. პორტუგალიის კოლონიები: ანგოლა და მოზამბიკი მონათვაჭრობის მთავარი ცენტრები იყო. ისინი აწვდიდნენ ზანგ მონებს უპირატესად ჩრდილოეთსა და სამხრეთ ამერიკას, აგრეთვე აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. 

 

წაიკითხე

კატეგორია: უცხოელი პოეტები/მწერლები | ნანახია: 942 | დაამატა: Barbosa | ტეგები: თხუთმეტი წლის კაპიტანი | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar