მთავარი » ქართველი პოეტები/მწერლები

წიგნის შესახებ:

სახელი:  ნატვრის ხე

ავტორი: გიორგი ლეონიძე


მოკლე აღწერა:

გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტმა მოთხრობების კრებული „ნატვრის ხე“ სიცოცხლის ბოლო წლებში (1962) შექმნა. წიგნის პერსონაჟები მწერლის მახსოვრობაში ჩარჩენილი რეალური ადამიანების პოეტურად ხორცშესხმული სახეებია. ლეონიძის მოთხრობებისთვის დამახასიათებელი ტრაგიზმი, ლირიზმი და გულწრფელობა დიდხანს მიყვება „ნატვრის ხესთან“ ზიარებულ მკითხველსაც და მაყურებელსაც - ამავე სახელწოდებისა და მხატვრული ღირებულების მქონე ფილმი რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ 1976 წელს გადაიღო.

 

Category: ქართველი პოეტები/მწერლები | Views: 1258 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (1)


წიგნის შესახებ:

სათაური: ალავერდობა

ავტორი: გურამ რჩეულიშვილი 

 

მოკლე  არწერა:

ამ წელს მთელი გაზაფხული იწვიმა; წვიმდა მთელი ზაფხულიც, ხალხი დადიოდა საწვიმრებში და მსუბუქ პალტოებში, ყველა ამინდის გამოსვლას შემოდგომისთვის ელოდა, მაგრამ სექტემბერში უფრო მოუმატა სუსხმა, მხოლოდ საქართველოში პირველად ჩამოსულები დადიოდნენ თეთრ პერანგებში თმებჩამოშლილი, გალუმპულები და თავს ირწმუნებდნენ, რომ აქ გაცილებით კარგი ამინდია, ვიდრე ჩრდილოეთში; ჩამოდიოდნენ რიისკიდან, ოდერის ყინულოვან ოკეანეში შერთვის ადგილიდან, და ყვებოდნენ, რომ იქ ხალხი ბანაობს ზღვაში, შავდება, “მაინც რა მშვენიერი ამინდია კავკასიაში” ამბობდნენ ისინი აღტაცებით. საქართველოში კი სულ წვიმდა და წვიმდა, მაგრამ ასეა ცნობილი, რომ ჩვენთან ყოველთვის კარგი ამინდია და ჩამოსულები, უბრალოდ, არ უჯერებდნენ წვიმას.

 

Category: ქართველი პოეტები/მწერლები | Views: 1178 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-18 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური: კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

ავტორი:  გურამ დოჩანაშვილი

Category: ქართველი პოეტები/მწერლები | Views: 975 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (1)


წიგნის შესახებ:

სათაური:  გველის პერანგი

ავტორიგრიგოლ რობაქიძე

 

მოკლე  არწერა:

გრიგოლ რობაქიძე, რომლის ეროვნული იდეალები შეუთავსებელი აღმოჩნდა ბოლშევიკურ იდეოლოგიასთან, 1930 წლიდან გარდაცვალებამდე პოლიტიკურ ემიგრანტად იქცა. მისი შემოქმედების რეაბილიტაციის შემდეგ „გველის პერანგი“ 1989 წელს პირველად დაიბეჭდა საქართველოში. რომანის იდეას ავტორი შემდეგნაირად განმარტავს:„ ... მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის მაწამებდა, ახლა სხვანაირად იყო ნააზრევი: არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავის თავისკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავის თავისკენ. შემდეგში ამ შეცნობამ ხორცშესხმა ჰპოვა ჩემ რომან „გველის პერანგში. „ ამ რომანში ვცდილობდი აღმოსავლეთის მსოფლშეგრძნება და სამყაროს ჭვრეტა პლასტიურად განმეხორციელებინა“.

Category: ქართველი პოეტები/მწერლები | Views: 994 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  ოთარაანთ ქვრივი

ავტორი: ილია ჭავჭავაძე

 

მოკლე  არწერა:

ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“ გახლავთ ცხოვრებისეული ნაწარმოები. მოთხრობის მთავარი გმირი  ოთარაანთ ქვრივი ძალიან კეთილი იყო და გული შესტკიოდა  ყველა გაჭირვებულზე. ამ გულის ტკივილის გამო ცდილობდა ყველას შეძლებისდაგვარად დახმარებოდა და ცხოვრებისეული ტვირთი შეუმსუბუქებინა მათთვის.  კვირაში ერთხელ, გაჭირვებული მრავალშვილიანი ქვრივისთვის გადაჰქონდა ხოლმე პური.  საკვებს მათხოვრებსაც აძლევდა და ამით გარშემომყოფთა მადლს ისხამდა.

 

Category: ქართველი პოეტები/მწერლები | Views: 915 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)