მთავარი » მასალის არქივი

წიგნის შესახებ:

სათაური:   მე წითელი მქვია

ავტორი ორჰან ფამუქი

 

მოკლე  არწერა

მე მქვია წითელი“ (თურქ. Benim Adım Kırmızı) — თურქული რომანი, დაწერილი ნობელის პრემიის ლაურეატის ორჰან ფამუქის მიერ. წიგნს დიდი წარმატება ხვდა თურქეთში ისევე როგორც ევროპასა და ამერიკაში. წიგნის ფრანგულმა ვერსიამ მოიპოვა პრემია French Prix du Meilleur Livre Étranger, იტალიურმა ვერსიამ — Premio Grinzane Cavour (2002), ინგლისურმა კი — International IMPAC Dublin Literary Award (2003). წიგნის ინგლისურად თარგმნამ, ფამუქის რეპუტაცია საბოლოოდ ჩამოაყალიბა და მას ნობელის პრემიისაკენ მიმავალი გზა გაუმარტივა. რომანი თარგმნილია 30-ამდე ენაზე. ლია ჩლაიძის მიერ შესრულებული ქართული თარგმანი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 2010 წელს გამოსცა. ამავე წელს გამოცხადდა, რომ რომანი დაიბეჭდება Everyman's Library-ს თანამედროვე კლასიკის წიგნების სერიაში, რაც ფამუქს ისეთი დიდი კლასიკოსების გვერდზე აყენებს, როგორიცაა ჯეიმზ ჯოისი, ფრანც კაფკა, თომას მანი, ვლადიმირ ნაბოკოვი და სალმან რაშდი. ამ ავტორთა გავლენა იგრძნობა ფამუქის ნამუშევრებში.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1599 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  გველის პერანგი

ავტორიგრიგოლ რობაქიძე

 

მოკლე  არწერა:

გრიგოლ რობაქიძე, რომლის ეროვნული იდეალები შეუთავსებელი აღმოჩნდა ბოლშევიკურ იდეოლოგიასთან, 1930 წლიდან გარდაცვალებამდე პოლიტიკურ ემიგრანტად იქცა. მისი შემოქმედების რეაბილიტაციის შემდეგ „გველის პერანგი“ 1989 წელს პირველად დაიბეჭდა საქართველოში. რომანის იდეას ავტორი შემდეგნაირად განმარტავს:„ ... მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის მაწამებდა, ახლა სხვანაირად იყო ნააზრევი: არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავის თავისკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავის თავისკენ. შემდეგში ამ შეცნობამ ხორცშესხმა ჰპოვა ჩემ რომან „გველის პერანგში. „ ამ რომანში ვცდილობდი აღმოსავლეთის მსოფლშეგრძნება და სამყაროს ჭვრეტა პლასტიურად განმეხორციელებინა“.

Category: ქართველი პოეტები/მწერლები | Views: 994 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  ოთარაანთ ქვრივი

ავტორი: ილია ჭავჭავაძე

 

მოკლე  არწერა:

ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“ გახლავთ ცხოვრებისეული ნაწარმოები. მოთხრობის მთავარი გმირი  ოთარაანთ ქვრივი ძალიან კეთილი იყო და გული შესტკიოდა  ყველა გაჭირვებულზე. ამ გულის ტკივილის გამო ცდილობდა ყველას შეძლებისდაგვარად დახმარებოდა და ცხოვრებისეული ტვირთი შეუმსუბუქებინა მათთვის.  კვირაში ერთხელ, გაჭირვებული მრავალშვილიანი ქვრივისთვის გადაჰქონდა ხოლმე პური.  საკვებს მათხოვრებსაც აძლევდა და ამით გარშემომყოფთა მადლს ისხამდა.

 

Category: ქართველი პოეტები/მწერლები | Views: 915 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  შაგრენის ტყავი

ავტორი:  ონორე დე ბალზაკი

 

მოკლე  არწერა:

შაგრენის ტყავი (ფრანგ. La Peau de chagrin) — ფრანგი მწერლის, ონორე დე ბალზაკის რომანი. დაწერილია 1831 წელს. რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა მარკიზის, რაფაელ დე ვალენტენის შესახებ, რომელიც დარდიმანდულ ცხოვრებას მისდევს და დროს ფუფუნებასა და მფლანგველობაში ატარებს. მისი მოკრძალებული შემოსავლები მას ამის საშუალებას ბოლომდე არ აძლევს, ამიტომაც იგი, საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ, მიდის უჩვეულო გარიგებაზე, თანხმდება თილისმის მიღებაზე, რომელიც მას ყველა სურვილს აუსრულებს. თილისმა თავის მხრივ წარმოადგენს საგანგებოდ გამოყვანილ ტყავს (ე. წ. შაგრენს), რომელიც მორიგი სურვილის შესრულების შემდეგ ვიწროვდება და ამით უფრო ხანმოკლეს ხდის მისი მფლობელის დარჩენილ ცხოვრებას.

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 935 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


About Book:

Name:  The Idiot

Author: Fyodor Dostoevsky

 

Book Description:

Returning to Russia from a sanitarium in Switzerland, the Christ-like epileptic Prince Myshkin finds himself enmeshed in a tangle of love, torn between two women - the notorious kept woman Nastasya and the pure Aglaia - both involved, in turn, with the corrupt, money-hungry Ganya. In the end, Myshkin's honesty, goodness, and integrity are shown to be unequal to the moral emptiness of those around him.

Category: წიგნები ინგლისურ ენაზე | Views: 946 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  კილიმანჯაროს თოვლიანი მთა

ავტორი:  ერნესტ ჰემინგუეი

 

მოკლე  არწერა:

კილიმანჯაროს თოვლიანი მთა (ინგლ. The Snows of Kilimanjaro) — ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობა, რომელიც პირველად გამოიცა 1936 წელს, ჟურნალ „Esquire“-ში. მოთხრობა ხელახლა გამოიცა კრებულში „მეხუთე სვეტი და პირველი ორმოცდაცხრა მოთხრობა“, 1938 წელს. ასევე შეტანილია ჰემინგუეის მოთხრობების სრულ კრებულში (1987). 1952 წელს გამოვიდა რეჟისორ ჰენრი კინგის კინოეკრანიზაცია.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1277 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  დორიან გრეის პორტრეტი

ავტორი: ოსკარ უაილდი

 

მოკლე  არწერა:

დორიან გრეის პორტრეტი“ (ინგლ. The Picture of Dorian Gray) — ოსკარ უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანი. პირველად 1890 წლის ივნისში გამოიცა ჟურნალში „Lippincott’s Monthly Magazine“, 1891 წელს კი ავტორისეული ჩასწორებებით და ჩამატებებით − ცალკე წიგნის სახით. რომანის სიუჟეტში აღწერილია ახალგაზრდა შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცი დორიან გრეი, რომელსაც მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. ამ რომანის მთავარი გმირი ტკბებოდა პორტრეტის სილამაზით და ფიქრი არ სცილდებოდა მას:  ოჰ, ყველაფერი თუ უკუღმა ყოფილიყო! პორტრეტი შეიცვლიდა სახეს, მე კი დავრჩებოდი ისეთივე, როგორიც ახლა ვარ! ამისთვის სულს მივყიდდი ეშმაკს! 

გრეის სურვილი აუსრულდა: მას ეცნობა ჰენრი უოტონი, რომელშიც ოსკარ უაილდის ხასიათი ამოიცნობა.

დორიან გრეი ლორდ ჰენრის გავლენის ქვეშ ექცევა. იგი მატყუარა და მლიქვნელი ხდება. გადის წლები, დორიანი კი არ ბერდება, სამაგიეროდ, მახინჯდება მისი პორტრეტი, იმიტომ რომ დორიანის სული უზნეო, მატყუარა და ბინძური გახდა; პორტრეტი მისი სინდისის სარკეა. დორიანი მალავს თავის პორტრეტს სხვენში და ტილოს ყოველი ნახვა უფრო და უფრო მტკივნეული ხდება მისთვის. ერთ დღეს მან დანა გაუყარა პორტრეტს. შემოვარდნილმა მოსამსახურეებმა ნახეს თავიანთი პატრონის ულამაზესი პორტრეტი, ხოლო იატაკზე დამახინჯებული ბერიკაცის გვამი, რომლის ამოცნობა მხოლოდ ბეჭდების საშუალებით მოხერხდა.

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1040 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  ტრიუმფალური თაღი

ავტორი:   ერიხ მარია რემარკი

 

მოკლე  არწერა:

„ტრიუმფალური თაღი“ — ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც გამოიცა 1945 წელს. მწერალი მასში აღწერს ლტოლვილის ცხოვრებას, რომელიც არალეგალურად გადმოვიდა გერმანიიდან პარიზში მეორე მსოფლიო ომამდე. რომანის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ შემდეგ, „ტრიუმფალური თაღი“ გახდა მწერლის რიგით მეორე ბესთსელერი მსოფლიოს მასშტაბით.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1953 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური: უცნობი ქალის წერილები

ავტორი: შტეფან ცვაიგი 

 

მოკლე  არწერა:

მეოცე საუკუნის დიდი ავსტრო-გერმანელი მწერლის შტეფან ცვაიგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნოველა.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1683 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  დევიდ კოპერფილდი

ავტორი:  ჩარლზ დიკენსი

 

მოკლე  არწერა: 

დევიდ კოპერფილდი  — ჩარლზ დიკენსის რიგით მერვე რომანი, რომელიც პირველად 1850 წელს გამოიცა. ისევე, როგორც წინამორბედი ნაწარმოებები, იგი მანამდე ქვეყნდებოდა ნაწილ-ნაწილ. წიგნში გამოყენებული სიუჟეტური ელემენტები აღებულია დიკენსის პირადი ცხოვრებიდან. „დევიდ კოპერფილდი“ ითვლება დიკენსის ყველაზე ავტობიოგრაფიულ რომანად. რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად. იგი არა მხოლოდ არაერთხელ იქნა გამოცემული მსოფლიოს ხალხთა ენებზე, არამედ დაიდგა რადიო, სასცენო თუ კინო სივრცეში. დევიდ კოპერფილდის პატივსაცემად ფსევდონიმი აიღო დევიდ სეთ კოტკინმა, მსოფლიოში ცნობილმა ილუზიონისტმა.

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 799 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)

« 1 2 3 4 »