მთავარი » უცხოელი პოეტები/მწერლები

წიგნის შესახებ:

სათაური:  ანა ფრანკის დღიური

ავტორი: ანა ფრანკი

 

მოკლე  არწერა:

 

ანა ფრანკის დღიური, ანუ დღიური სახელწოდებით „თავშესაფარი“(ნიდერლ. Het achterhuis) — ებრაელი გოგონა ანა ფრანკის, ჩანაწერები, რომლებსაც იგი აკეთებდა ნიდერლანდების ნაცისტური ოკუპაციის დროს, კერძოდ კი 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე. დღიური პირველად გამოიცა ნიდერლანდებში 1947 წელს, შემდგომ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში 1952 წელს სახელწოდებით „ნორჩი გოგონას დღიური“ (ინგლ. The Diary of a Young Girl). ამ ჩანაწერების საფუძველზე შექმნილია რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები. გოგონას ოჯახი ამსტერდამის ერთ-ერთ შენობაში დაემალა ნაცისტებს და ისინი ორი წლის მანძილზე ძველი ოფისის შენობაში, გარემოს მოწყვეტილები იმალებოდნენ. ოჯახმა მრავალი გასაჭირი გადაიტანა. დღიურში ანა ფრანკი სწორედ ამ პერიოდს და ამასთან საკუთარ პიროვნულ განცდებს აღწერს. დღიურის ბოლო ჩანაწერი დათარიღებულია 1944 წლის 1 აგვისტოთი, სამ დღეში გესტაპომ დააპატიმრა ყველა, ვინც თავშესაფარში იმალებოდა. თვით ანა კი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. ჩანაწერები მამამისს, ოტო ფრანკს გადაეცა, რომელიც იყო ერთადერთი ებრაელი ვინც გადაიტანა ის ომი. დღიურის ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ჩანაწერი გაკეთებული იყო ბურთულოვანი კალმით, რომელიც გამოიგონეს შვიდი წლის შემდეგ, 1951 წელს.

 

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1023 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (0)


წიგნის შესახებ: 

სათაური:  80000 კილომეტრი წყალქვეშ

ავტორი: ჟიულ ვერნი

 

მოკლე  არწერა:

საიდუმლოებით მოცული კაპიტანი ნემო, მის მიერვე აგებულ ხომალდზე ბუნებისმეტყველების პროფესორს დაატყვევებს და წყალქვეშა სამყაროში ამოგზაურებს: აქ წაიკითხავთ წყალქვეშა სამყაროს მკვიდრთა გასაოცარ ამბებს, მრავალი ფიზიკური და მათემატიკური ამოცანის ამოხსნის მოწმეც გახდებით, ზოგს დაიჯერებთ, ზოგს - არა, ფიზიკა-მათემატიკისა და გეოგრაფია-ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში გადამოწმების სურვილიც გაგიჩნდებათ აქ მოთხრობილი ამბებისა და წიგნის დასასრულს, თქვენვე უპასუხებთ მწერლის მიერ დასმულ შეკითხვას: „საით მიგვაქროლებს კაპიტან ნემოს ფანტაზია?“...

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1283 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  გახსნა ბასკერვილების ძაღლი

ავტორი:  ართურ კონან დოილი

 

მოკლე  არწერა:

მისტერ შერლოკ ჰოლმსი, რომელიც ჩვეულებრივ გვიან დგებოდა, თუ არ ჩავთვლით იმ არცთუ იშვიათ შემთხვევებს, როცა საერთოდ არ უხდებოდა ხოლმე დაწოლა, მაგიდას მისჯდომოდა და საუზმობდა. პატარა ნოხზე ვიდექი ბუხართან და ხელში იმ ჯოხს ვატრიალებდი, ჩვენს გუშინდელ სტუმარს რომ დარჩა. ეს იყო ბუნიკიანი კარგა მოზრდილი ჯოხი, - ერთი იმგვარ საგანთაგანი, რომელსაც "საფუძვლიან საბუთს" უწოდებენ ხოლმე. ბუნიკის ქვემოთ მიჭედებულ გოჯის სიგანის ვერცხლის ფირფიტაზე ასეთი წარწერა იყო: "ჯეიმს მორტიმერს, ჩ. კ. ჰ. ო., მისი მეგობრებისგან ჩკლს-დან", მერე კი თარიღი: "1884". უწინდელ დროში ასეთ მაგარ, მძიმე, საიმედო ჯოხებს პატივცემული შინაური ექიმები ატარებდნენ.

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 960 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-16 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  ჩემი ბრძოლა

ავტორი ადოლფ ჰიტლერი

 

აღწერა:

პირველი ნაწილი 1.

ჩემი სამშობლო რაღაცით სიმბოლურია, რომ ინის ნაპირას, ბრაუნაუში დავიბადე. ეს პატარა ქალაქი ორი გერმანული სახელმწიფოს საზღვარზე ძევს, რომელთა შეერთებას მთელი ჩვენი ძალებით უნდა ვესწრაფოთ. გერმანული ავსტრია აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს დიადი დედა-გერმანიის წიაღს. მაგრამ არა ეკონომიკური ხასიათის მიზეზთა გამო. არა და არა!

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 2054 | Added by: Admin | Date: 2015-04-16 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:   მე წითელი მქვია

ავტორი ორჰან ფამუქი

 

მოკლე  არწერა

მე მქვია წითელი“ (თურქ. Benim Adım Kırmızı) — თურქული რომანი, დაწერილი ნობელის პრემიის ლაურეატის ორჰან ფამუქის მიერ. წიგნს დიდი წარმატება ხვდა თურქეთში ისევე როგორც ევროპასა და ამერიკაში. წიგნის ფრანგულმა ვერსიამ მოიპოვა პრემია French Prix du Meilleur Livre Étranger, იტალიურმა ვერსიამ — Premio Grinzane Cavour (2002), ინგლისურმა კი — International IMPAC Dublin Literary Award (2003). წიგნის ინგლისურად თარგმნამ, ფამუქის რეპუტაცია საბოლოოდ ჩამოაყალიბა და მას ნობელის პრემიისაკენ მიმავალი გზა გაუმარტივა. რომანი თარგმნილია 30-ამდე ენაზე. ლია ჩლაიძის მიერ შესრულებული ქართული თარგმანი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 2010 წელს გამოსცა. ამავე წელს გამოცხადდა, რომ რომანი დაიბეჭდება Everyman's Library-ს თანამედროვე კლასიკის წიგნების სერიაში, რაც ფამუქს ისეთი დიდი კლასიკოსების გვერდზე აყენებს, როგორიცაა ჯეიმზ ჯოისი, ფრანც კაფკა, თომას მანი, ვლადიმირ ნაბოკოვი და სალმან რაშდი. ამ ავტორთა გავლენა იგრძნობა ფამუქის ნამუშევრებში.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1600 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  შაგრენის ტყავი

ავტორი:  ონორე დე ბალზაკი

 

მოკლე  არწერა:

შაგრენის ტყავი (ფრანგ. La Peau de chagrin) — ფრანგი მწერლის, ონორე დე ბალზაკის რომანი. დაწერილია 1831 წელს. რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა მარკიზის, რაფაელ დე ვალენტენის შესახებ, რომელიც დარდიმანდულ ცხოვრებას მისდევს და დროს ფუფუნებასა და მფლანგველობაში ატარებს. მისი მოკრძალებული შემოსავლები მას ამის საშუალებას ბოლომდე არ აძლევს, ამიტომაც იგი, საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ, მიდის უჩვეულო გარიგებაზე, თანხმდება თილისმის მიღებაზე, რომელიც მას ყველა სურვილს აუსრულებს. თილისმა თავის მხრივ წარმოადგენს საგანგებოდ გამოყვანილ ტყავს (ე. წ. შაგრენს), რომელიც მორიგი სურვილის შესრულების შემდეგ ვიწროვდება და ამით უფრო ხანმოკლეს ხდის მისი მფლობელის დარჩენილ ცხოვრებას.

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 937 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  კილიმანჯაროს თოვლიანი მთა

ავტორი:  ერნესტ ჰემინგუეი

 

მოკლე  არწერა:

კილიმანჯაროს თოვლიანი მთა (ინგლ. The Snows of Kilimanjaro) — ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობა, რომელიც პირველად გამოიცა 1936 წელს, ჟურნალ „Esquire“-ში. მოთხრობა ხელახლა გამოიცა კრებულში „მეხუთე სვეტი და პირველი ორმოცდაცხრა მოთხრობა“, 1938 წელს. ასევე შეტანილია ჰემინგუეის მოთხრობების სრულ კრებულში (1987). 1952 წელს გამოვიდა რეჟისორ ჰენრი კინგის კინოეკრანიზაცია.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1279 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  დორიან გრეის პორტრეტი

ავტორი: ოსკარ უაილდი

 

მოკლე  არწერა:

დორიან გრეის პორტრეტი“ (ინგლ. The Picture of Dorian Gray) — ოსკარ უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანი. პირველად 1890 წლის ივნისში გამოიცა ჟურნალში „Lippincott’s Monthly Magazine“, 1891 წელს კი ავტორისეული ჩასწორებებით და ჩამატებებით − ცალკე წიგნის სახით. რომანის სიუჟეტში აღწერილია ახალგაზრდა შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცი დორიან გრეი, რომელსაც მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. ამ რომანის მთავარი გმირი ტკბებოდა პორტრეტის სილამაზით და ფიქრი არ სცილდებოდა მას:  ოჰ, ყველაფერი თუ უკუღმა ყოფილიყო! პორტრეტი შეიცვლიდა სახეს, მე კი დავრჩებოდი ისეთივე, როგორიც ახლა ვარ! ამისთვის სულს მივყიდდი ეშმაკს! 

გრეის სურვილი აუსრულდა: მას ეცნობა ჰენრი უოტონი, რომელშიც ოსკარ უაილდის ხასიათი ამოიცნობა.

დორიან გრეი ლორდ ჰენრის გავლენის ქვეშ ექცევა. იგი მატყუარა და მლიქვნელი ხდება. გადის წლები, დორიანი კი არ ბერდება, სამაგიეროდ, მახინჯდება მისი პორტრეტი, იმიტომ რომ დორიანის სული უზნეო, მატყუარა და ბინძური გახდა; პორტრეტი მისი სინდისის სარკეა. დორიანი მალავს თავის პორტრეტს სხვენში და ტილოს ყოველი ნახვა უფრო და უფრო მტკივნეული ხდება მისთვის. ერთ დღეს მან დანა გაუყარა პორტრეტს. შემოვარდნილმა მოსამსახურეებმა ნახეს თავიანთი პატრონის ულამაზესი პორტრეტი, ხოლო იატაკზე დამახინჯებული ბერიკაცის გვამი, რომლის ამოცნობა მხოლოდ ბეჭდების საშუალებით მოხერხდა.

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1042 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური:  ტრიუმფალური თაღი

ავტორი:   ერიხ მარია რემარკი

 

მოკლე  არწერა:

„ტრიუმფალური თაღი“ — ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც გამოიცა 1945 წელს. მწერალი მასში აღწერს ლტოლვილის ცხოვრებას, რომელიც არალეგალურად გადმოვიდა გერმანიიდან პარიზში მეორე მსოფლიო ომამდე. რომანის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ შემდეგ, „ტრიუმფალური თაღი“ გახდა მწერლის რიგით მეორე ბესთსელერი მსოფლიოს მასშტაბით.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1955 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)


წიგნის შესახებ:

სათაური: უცნობი ქალის წერილები

ავტორი: შტეფან ცვაიგი 

 

მოკლე  არწერა:

მეოცე საუკუნის დიდი ავსტრო-გერმანელი მწერლის შტეფან ცვაიგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნოველა.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1685 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-15 | Comments (0)

« 1 2 3 »