მთავარი » 2015 » აპრილი » 15 » დორიან გრეის პორტრეტი
3:14 PM
დორიან გრეის პორტრეტი

წიგნის შესახებ:

სათაური:  დორიან გრეის პორტრეტი

ავტორი: ოსკარ უაილდი

 

მოკლე  არწერა:

დორიან გრეის პორტრეტი“ (ინგლ. The Picture of Dorian Gray) — ოსკარ უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანი. პირველად 1890 წლის ივნისში გამოიცა ჟურნალში „Lippincott’s Monthly Magazine“, 1891 წელს კი ავტორისეული ჩასწორებებით და ჩამატებებით − ცალკე წიგნის სახით. რომანის სიუჟეტში აღწერილია ახალგაზრდა შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცი დორიან გრეი, რომელსაც მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. ამ რომანის მთავარი გმირი ტკბებოდა პორტრეტის სილამაზით და ფიქრი არ სცილდებოდა მას:  ოჰ, ყველაფერი თუ უკუღმა ყოფილიყო! პორტრეტი შეიცვლიდა სახეს, მე კი დავრჩებოდი ისეთივე, როგორიც ახლა ვარ! ამისთვის სულს მივყიდდი ეშმაკს! 

გრეის სურვილი აუსრულდა: მას ეცნობა ჰენრი უოტონი, რომელშიც ოსკარ უაილდის ხასიათი ამოიცნობა.

დორიან გრეი ლორდ ჰენრის გავლენის ქვეშ ექცევა. იგი მატყუარა და მლიქვნელი ხდება. გადის წლები, დორიანი კი არ ბერდება, სამაგიეროდ, მახინჯდება მისი პორტრეტი, იმიტომ რომ დორიანის სული უზნეო, მატყუარა და ბინძური გახდა; პორტრეტი მისი სინდისის სარკეა. დორიანი მალავს თავის პორტრეტს სხვენში და ტილოს ყოველი ნახვა უფრო და უფრო მტკივნეული ხდება მისთვის. ერთ დღეს მან დანა გაუყარა პორტრეტს. შემოვარდნილმა მოსამსახურეებმა ნახეს თავიანთი პატრონის ულამაზესი პორტრეტი, ხოლო იატაკზე დამახინჯებული ბერიკაცის გვამი, რომლის ამოცნობა მხოლოდ ბეჭდების საშუალებით მოხერხდა.

 
კატეგორია: უცხოელი პოეტები/მწერლები | ნანახია: 1042 | დაამატა: Barbosa | ტეგები: დორიან გრეის პორტრეტი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar