მთავარი » 2015 » აპრილი » 28

წიგნის შესახებ:

სახელი:  ნატვრის ხე

ავტორი: გიორგი ლეონიძე


მოკლე აღწერა:

გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტმა მოთხრობების კრებული „ნატვრის ხე“ სიცოცხლის ბოლო წლებში (1962) შექმნა. წიგნის პერსონაჟები მწერლის მახსოვრობაში ჩარჩენილი რეალური ადამიანების პოეტურად ხორცშესხმული სახეებია. ლეონიძის მოთხრობებისთვის დამახასიათებელი ტრაგიზმი, ლირიზმი და გულწრფელობა დიდხანს მიყვება „ნატვრის ხესთან“ ზიარებულ მკითხველსაც და მაყურებელსაც - ამავე სახელწოდებისა და მხატვრული ღირებულების მქონე ფილმი რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ 1976 წელს გადაიღო.

 

Category: ქართველი პოეტები/მწერლები | Views: 1260 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (1)


წიგნის შესახებ:

სახელი:    ფეხმარდი ცხენის ამბავი

ავტორი: ლევ ტოლსტოი

 

მოკლე აღწერა:

ლევ ტოლსტოის ამ მოთხრობის პერსონაჟები ცხენები არიან. მათი გრძნობები და ფსიქოლოგია გაადამიანურებულია. მთავარი პერსონაჟი - დაბერებული და დაჩაჩანაკებული ცხენი სხვა ცხენებს უყვება განვლილი ცხოვრების ისტორიას, იგონებს თავის მძიმე ხვედრს, დამცირებულ ყოფას, ყოფილ მეპატრონეებს, ახალგაზრდობის სიყვარულს... მოთხრობის კულმინაციაა ფინალი, სადაც აღწერილია ერთი მხრივ ყველასგან მივიწყებული ცხენის სიკვდილი და მეორე მხრივ, მისი ყოფილი მეპატრონის პომპეზური დაკრძალვის სცენები.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1189 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (1)


წიგნის შესახებ:

სახელი: პატარა უფლისწული 

ავტორი:  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი


მოკლე აღწერა:

პატარა უფლისწული (ფრანგ. Le Petit Prince) — ალეგორიული ნოველა; ფრანგი არისტოკრატის, მწერლის, პოეტისა და მფრინავის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაშრომი. პირველად გამოქვეყნდა 1943 წელს ნიუ-იორკში, ინგლისურ ენაზე. საფრანგეთში ნოველა გამოიცა ომის შემდეგ, 1946 წელს (თუმცა ორიგინალის ენაზე ნოველა პირველად ჯერ კიდევ აშშ-ში გამოიცა, ინგლისურენოვანი პუბლიკაციის შემდეგ).

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1195 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (0)


წიგნის შესახებ:  

სახელი: რევიზორი

ავტორი: ნიკოლაი გოგოლი


მოკლე აღწერა:

დიდი რუსი მწერლის ნიკოლაი გოგოლის სახელგანთქმული პიესა, კომედია ხუთ მოქმედებად.

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1049 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (0)


წიგნის შესახებ:  

სახელი:  მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ

ავტორი: ჟიულ ვერნი

 

მოკლე აღწერა:

1864 წელს დაწერილი სამეცნიერო-ფანტასტიკური შინაარსის რომანი გეოლოგიის პროფესორისა და მისი ძმისწულის თავგადასავალზე მოგვითხრობს. შემთხვევით ნაპოვნი ისლანდიელი ალქიმიკოსის კრიპტოგრამა მეცნიერებს შთააგონებს დედამიწის ცენტრისაკენ მიმავალი გზის შესაძლო არსებობის შესახებ. იწყება ექსპედიცია მყინვარის კრატერიდან ქვევით! მკითხველი მრავალი რეალური თუ გამოგონილი აღმოჩენის მოწმე ხდება გეოგრაფიის, გეოლოგიის, ბიოლოგიის და ფიზიკის სფეროში. რომანი სულმოუთქმელად იკითხება მსუბუქი იუმორით შეზავებული თხრობისა და სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებების გამო.

 

 

Category: უცხოელი პოეტები/მწერლები | Views: 1024 | Added by: Barbosa | Date: 2015-04-28 | Comments (0)