მთავარი » 2015 » აპრილი » 18 » ალავერდობა
8:12 AM
ალავერდობა

წიგნის შესახებ:

სათაური: ალავერდობა

ავტორი: გურამ რჩეულიშვილი 

 

მოკლე  არწერა:

ამ წელს მთელი გაზაფხული იწვიმა; წვიმდა მთელი ზაფხულიც, ხალხი დადიოდა საწვიმრებში და მსუბუქ პალტოებში, ყველა ამინდის გამოსვლას შემოდგომისთვის ელოდა, მაგრამ სექტემბერში უფრო მოუმატა სუსხმა, მხოლოდ საქართველოში პირველად ჩამოსულები დადიოდნენ თეთრ პერანგებში თმებჩამოშლილი, გალუმპულები და თავს ირწმუნებდნენ, რომ აქ გაცილებით კარგი ამინდია, ვიდრე ჩრდილოეთში; ჩამოდიოდნენ რიისკიდან, ოდერის ყინულოვან ოკეანეში შერთვის ადგილიდან, და ყვებოდნენ, რომ იქ ხალხი ბანაობს ზღვაში, შავდება, “მაინც რა მშვენიერი ამინდია კავკასიაში” ამბობდნენ ისინი აღტაცებით. საქართველოში კი სულ წვიმდა და წვიმდა, მაგრამ ასეა ცნობილი, რომ ჩვენთან ყოველთვის კარგი ამინდია და ჩამოსულები, უბრალოდ, არ უჯერებდნენ წვიმას.

 

წაიკითხე

კატეგორია: ქართველი პოეტები/მწერლები | ნანახია: 1178 | დაამატა: Barbosa | ტეგები: ალავერდობა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar